ხიდი..

ყველანი უფსკრულის კიდეზე ვიბადებით. ხიდი რომელიც მეორე მხარეს გაგვიყვანს ჩვენ თვითონ უნდა ავაგოთ.რაც უფრო მყარ მასალას გამოვიყენებთ,მით უფრო გაგვიადვილდება წინ წასვლა. თუ დაუდევრად დაადგი ფეხი ჩაგიტყდება ერთი დეტალი რომელიც თავს აუცილებლად შეგახსენებს.ყოველი ახალი ნაბიჯი ძველზეა დამოკიდებული თუ მოახერხე და ხიდი არ ჩაგიტყდა,ლავა,რომელსაც თავს ორი თოკისა და ხის საფეხურების დახმარებით არიდებ შენამდე ვერ მოაღწევს და უკან მოხედილს ფერად-ფერადი ყვავილების სურნელი გაგაბრუებს და წინ წასვლის ძალას გაგიორმაგებს. ბეწვის ხიდი ბევრჯერ შეგაქანებს,წონასწორობას დაგაკარგვინებს და შეიძ»ება წაგაციოს კიდეც.ამიტომ მალე წამოდგომა უნდა ისწავლო.სხვა შემთხვევაშილავა დაგწვავს.
ისე უნდა იარო,უკან გაზაფხულს ხედავდე წინ ზაფხულს, შემოდგომის ჯამს ზამთრის სუსხისთვის ემზადებოდე. შენ ნაკვალევზე წამოსულს შენი განვლილი გზით ამაყოს.
შენი მოვალეობაა,უკან მომავალს აგრძნობინო რომ მასე ელოდები. განვლილმა გზამ უნდა მიანიშნოს როგორ იაროს.ეცადე,ჩატეხილი ხიდი არ დაინახოს თ_რე ძალას დაკარგავს და ქარი წონასწორობას დააკარგვინებს.ფეხზე წამოდგომაც უნდა ასწავლო,ძალიან დაჭირდება.
ი ა რ ე ! სანამ გულთამხილავი შენი ხიდის უკანასკნელ ფიცხრებს დაითვლის. ი მ ო ძ რ ა ვ ე ! შენ უკნიდან მოგყვებიან და გაჩერებას არ დაგანებებენ. გ ა ხ ს ო ვ დ ე ს ! ერთხელ გეძლევა უფლება,ააშენო ხიდი. ე ც ა დ ე ! ააგო ხიდი,რომელიც შენი წასვლის შემდეგაც იარსებებს ი ც ო დ ე ! შენ გ ე ლ ი ა ნ ! და ხიდის ბოლოს ხედავ ნათელს,რომელსაც ასე ცნობისმოყვარეობით ელოდი. იქ გელოდება გულთამხილავი,რომელმაც სასტიკად დაამარცხა ის, ვინც ასე უმოწყალოდ უფსკრულის კიდიდან,მარადიულ ნათელამდე,ცდილობდა დაეწვი. დამარცხებულის ადგილი ბნელეთშია. შენ კი მხოლოდ ერთს ფიქრობ:ა მ ა დ ღ ი რ დ ა.